საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები, მეუფე პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ და უწმინდესს მეუფის თანამდებობაზე დაბრუნება სთხოვეს:
“მუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენ პოზიციას.
ამავე დროს, გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას.
ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს.
იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზიის განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება
უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზიის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“,- აღნიშნულია მიმართვაში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი