საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“ამა წლის 24 იანვარს ტელეკომპანია ,,TV პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მრევლმა საპატრიარქოს საჩივრით უკვე მიმართა, რაც არის უზუსტობა.
სინამდვილეში, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კომისიაზე საკითხის წარსადგენად საჭიროა ოფიციალური მომართვა და სხვა შესაბამისი პროცედურები, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.
ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება აღნიშნულ მომართვას, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა მსვლელობა”,_ აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური .































































