„ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს, დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით…
ხმამაღლა ვაცხადებ, მე მონაზონი სიდონია ვიდგები ყოველთვის და ყველგან, იქ, სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა!
არ შემშინებია! არ მეშინია! არ შემეშინდება! დიდება ევროპულ საქართველოს!“ _ წერს სოციალურ ქსელში მონაზონი სიდონია.