საქართველოს საპატრიარქოს ბრძანებით, არქიმანდიტრ დოროთე (ყურაშვილს) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.
“თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება”,_ წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს პატრიარქი ილია მეორე აწერს.






























































