საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება.
“საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება დასრულდა, რაც მოსახლეობას საპოლიციო სერვისების ოპერატიულად და დისტანციურად მიღების საშუალებას მისცეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საპატრულო პოლიციის რეფორმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. საპატრულო პოლიციის რეფორმირების ახალ ეტაპზე მომსახურების ერთიან ცენტრში 1 მაისს ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების მიწოდებას უკვე უზრუნველყოფს.
ორთვიანი მუშაობის შედეგად პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტურ კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და „112“ -ის ხელმძღვანელები საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრის გადამზადებულ თანამშრომლებს შეხვდნენ. თეიმურაზ კუპატაძე და ნიკა გელაშვილი გადამზადების სატელეფონო მომსახურების ცენტრის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
მომსახურების სტანდარტი და ოპერატორთა სამუშაო სახელმძღვანელოები ტრენინგების პარალელურად შეიქმნა და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო ცენტრი ამ სტანდარტის მიხედვით იმუშავებს” _ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.