საფრანგეთის ქალაქ ამიენში საფეხბურთო სტადიონზე მატჩის მსვლელობისას ბარიერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ბარიერი „ამიენსა“ და „ლილეს“ შორის გამართული მატჩის მე-16 წუთზე ჩამოინგრა, როდესაც „ლილეს“ გულშემატკივრები გატანილ გოლს აღნიშნავდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსაჯი შემთხვევის გამო იძულებული გახდა თამაში შეეჩერებინა.
გავრცელებული ცნობით, სტადიონი 1999 წელს არის აშენებული.