Hr.gov.ge-ზე სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსი ფინანსთა სამინიტრომ გამოაცხადა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით ხდება ცნობილი, საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივ სარგოს, რომელიც 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება.
“მინიმუმ, უხერხულია, როცა პენსია 200 ლარია. ამას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ, მოთხოვნები უნდა იყოს ხელფასის შესაბამისი…
P.S. თან მაშინ, როდესაც მოსახლეობას ავალდებულებ, რომ გენდოს და მთელი ცხოვრება საპენსიო ფონდში იხადოს ფული… თანამდებობრივი სარგო: 10000 ლარიდან 15000 ლარამდე; მინიმალური განათლება: ბაკალავრი; სამუშაო გამოცდილება: 5 წელი“, _ წერს ფეისბუქის მომხარებელი გიორგი ვარდიაშვილი.