საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის” თანამშრომლებს შეხვდა. ვაჟა ჯაფოშვილმა დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ბენეფიტები გააცნო, ბოლო მონაცემები მიაწოდა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპენსიო ანგარიშების შემოწმების პროცედურა აუხსნა.
,,ნატახტარის” თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკში თანხების გატანის პირობებითა და დანაზოგების ინვესტირებით დაინტერესდნენ.
,,ამ დროისათვის სქემაში 816 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. 500-მა დასაქმებულმა გასვლის განცხადება გააუქმა და სქემაში დაბრუნდა. 50 ადამიანმა კი საპენსიო ასაკს მიაღწია და დაგროვებითი საპენსიო სქემის პენსიონერი გახდა. დაგროვებითი სქემის მონაწილეებმა ხელზე გაოთხმაგებული თანხა ერთიანად გაიტანეს. მნიშვნელოვანია იცოდეს საზოგადოებამ, რომ საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე ჩართულ პირებს ერთიანად შეუძლოათ საპენსიო დანაზოგის გატანა.” – განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა. (R)