საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ თანამშრომლები დღეს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და მის უპირატესობებს გაეცნენ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ვაჟა ჯაფოშვილმა, კომპანიის თანამშრომლებს ადგილზე აჩვენა როგორ უნდა შეამოწმონ საკუთარი საპენსიო ანგარიშები, რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის საპენსიო ასაკზე ზრუნვა და დაგროვება. შეხვედრას ის დასაქმებულებიც დაესწრნენ, რომლებისთვისაც დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მათი შეკითხვები ძირითადად საპენსიო ასაკში დაგროვილი პენსიის გატანის პირობებსა და დაგროვილი თანხის ყოველთვიურ გადანაწილებას ეხებოდა. შეხვედრას კომპანია ,,ალფას“ 50-მდე მენეჯმენტი დაესწრო.
(R)