2 სუროგატ ქალს, რომლის უფლებებსაც საფარი იცავს, ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭათ.
“ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა.
კომისია, რომელმაც სუროგატ დედებს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, წარმოადგენს მთავრობის მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ მექანიზმს. ის დაკომპლექტებულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების (IOM და ICMPD), ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
საფარი კვლავ მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, ხოლო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება”,_ აცხადებს საფარი.

































































