საფრანგეთი მხარს უჭერს სანქციების გაფართოებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის მიზნით – ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა.
„როდესაც ხედავ რა ხდება დონბასში , როგორც არასდროს, ისეა საჭირო რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა“, – განუცხადა ლე მერმა რადიოსადგურ Europe 1-ს.
მისი თქმით, პუტინის რეჟიმის ვალუტის პირველი წყარო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ნავთობი და არა გზი, ამიტომ რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერება ნიშნავს ზიანის მიყენებას უკრაინის ომის დაფინანსებას მათთვის, ვინც არიან რუსეთის ხელისუფლებაში
ბრუნო ლე მაირმა თქმით, საფრანგეთი ცდილობს, ევროპელი პარტნიორების დაყოლიებას, რათა შეეჩერებინათ რუსული ნავთობის იმპორტი, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ყოყმანობს.
”მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, არ არის ის, რომ საფრანგეთს ეს არ სურს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ყოყმანობენ“, – თქვა მინისტრმა.
ამ თვის დასაწყისში CNN-თან საუბრისას, ლე მერმა თქვა: „საფრანგეთი შეშფოთებულია, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ უფრო შორს და გადავწყვიტოთ ნავთობის აკრძალვა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ნაბიჯები და შემდეგი დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ამ საკითხზე. რუსული ნავთობის აკრძალვაზე“.