საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“უვიზო მოგზაურობა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ურთიერთპატივისცემა აუცილებელია ჩვენი ორმხრივი სარგებლის დასაცავად”,_ წერს შერაზ გასრი.
































































