საფრანგეთმა ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საუდის არაბეთის მოქალაქე გაათავისუფლა. საფრანგეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მამაკაცის დაკავება შეცდომით მოხდა.
როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ მათი მოქალაქე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შეცდომით დააკავეს.
საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ დაკავებულს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან და დასძენენ, რომ მსგავსი სახელი და გვარი სამეფოში გავრცელებულია.