საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად 34 წლის გაბრიელ ატალი დაასახელა.
ის აქამდე განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება.