პარიზში, პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა აქციის 150-მდე მონაწილე დააკავეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს დილით მინისტრებთან შეხვედრის დაწყებისას დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გუშინ მოზარდის სიკვდილი უწოდა “უპატიებელი”.
როგორც ცნობილია, პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს საგზაო შემოწმების დროს ესროლა, რის შედეგადაც, ის დაიღუპა.