16 მაისს, ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი.
„ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა.
მზია სასამართლოშია მზიიმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. სინამდვილეში, მას რაიმე დანაშაულისთვის კი არა, არამედ ასამართლებენ იმის გამო, რომ მან ხმა აიმაღლა და უარი თქვა უსამართლობის წინაშე გაჩუმებულიყო.
ჩემთვის, როგორც ევროპარლამენტის წევრისთვის, ცხადია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, თუმცა დღევანდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და ახშობს პრესის თავისუფლებას, მისი ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება.
როცა ჟურნალისტებს აპატიმრებენ და აჩუმებენ – საფრთხე ემუქრება თავად დემოკრატიას.
როგორც ევროპარლამენტის წევრმა, მინდა ვთქვა: ევროპა ამას ხედავს. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ,“ – აცხადებს ლენა შილინგი.
ვრცლად: ბათუმელები