ექიმთა კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა. კონსილიუმის წევრმა სანდრო ცისკარიძემ, ექსპრეზიდენტთან შესვლამდე განაცხადა, რომ შიმშილობის შემდგომი პერიოდი ძალიან რთულია და მას სერიოზული მეთვალყურეობდა და დაკვირვება სჭირდება.
“ჩვენ გახლავართ კონსილიუმი, რომელიც პრაქტიკულად მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან მასთან ძალიან აქტიურად მუშაობდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი შეჯერებული აზრი აქამდეც გაზიარებული იყო და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება. შევდივართ, ვნახულობთ პაციენტს და შემდეგ კოლეგებთან ერთად შევთანხმდებით.
ეს არის შეჯერებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვიზიტის ერთ-ერთი ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. რეფიდინგის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და ძალიან აქტიურ ყურადღებას გულისხმობს.
საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია, მათ შორის სერიოზული გართულებები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრის შეჯერება,”– აცხადებს კონსილიუმის წევრი სანდრო ცისკარიძე.
წყარო: რუსთავი2