ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. “მოიდანახეს“ სასაფლაოზე ბზა ამოთხარეს და მოიპარეს _ ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი თამუნა კალანდარიშვილი წერს.
“მაგი ქალბატონი (საუბარია „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის _ „გადაყრილი ბზის ტოტები დავაკალმე და ნერგები მივიღე“, გმირზე რუსუდან მესაბლიშვილზე. რედ.) რას აკეთებს, არ ვიცი, და დღეს ჩემი ძმის საფლავზე ბზა ამოთხრილი და მოპარული დამხვდა. მოგვიანებით გავიგე სხვა საფლავზეც მოუპარიათ“, _ დაწერა ფეისბუქზე თამუნა კალანდარიშვილმა.