გუშინ, ლანჩხუთის კრიმინალურმა პოლიციამ ოზურგეთში მცხოვრებ ც.ს-ს და გ.ი-ს საპოლიციო “რეიდის” დროს გააჩერეს.
როგორც “გურია ნიუსს“ აცნობეს, ც.ს-ს თანმხლებ პირს, გ.ი-ს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. ორივე მათგანს ჩაუტარდა შემოწმება. ისინი დაკავებულები არ არიან. როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, სისხლის სამართლის საქმეში ც.ს. მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
შსს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გადამოწმების შედეგად 1979 წელს დაბადებულ გ.ი-ს აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
საქმე კი სსკ 273 პრიმა მუხლითაა აღძრული.