“საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში, არამედ გაცილებით მეტისაც. ჩვენ მოვასწარით და რეფორმის დაწყებამდე განვაახლეთ სააღრიცხვო საანგარიშსწორებო სისტემა, რითაც, ფაქტობრივად, ვუზრუნველყავით აღნიშნული თანხების უსაფრთხოდ შენახვა.” _ საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გია ფარესაშვილი საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობას აფასებს და აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტომ მაღალი დონის პროფესიონალები შეკრიბა, კერძოდ კი ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში საკმაოდ დიდ თანხებს განკარგავენ.
გია ფარესიშვილი ბაზარზე ქართული კომპანიების გააქტიურებას და მეტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ელოდება. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 18 ობლიგაცია ივაჭრება, კომპანიები კი რომლებსაც ობლიგაციები აქვთ გამოშვებული აქვთ მაღალი რეიტინგული შეფასება. (R)