საფრანგეთი მკერდის იმპლანტის წარმოებას, დისტრიბუციას, იმპორტირებას, ექპორტირებას, პოპულარიზაციას და ტარებას კრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იმპლანტი იშვიათ, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მას იშვიათი სახეობის კიბოს გამოწვევა შეუძლია.
როგორც ცნობილია, საფრანგეთი 2010 წელს მკერდის იმპლანტებთან დაკავშირებული სკანდალის ცენტრში იყო, როდესაც გაირკვა, რომ, პოპულარული ბრენდის იმპლანტის შემქმნელი კომპანია იაფი სამრეწველო კლასის სილიკონის გელს იყენებდა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე სამედიცინო კლასის სილიკონი.
კომპანია დაიხურა და მისი დამფუძნებელს თაღლითობისთვის 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ 2017 წლის კვლევაში დაასკვნა, რომ ქალები, რომლებიც მკერდის იმპლანტს ატარებენ მაღალი რისკი აქვთ ანაფლაციური უჯრედების ლიმფომის განვითარების, იმ ქალებთან შედარებით, ვისაც იმპლანტი არ აქვს.