შენგენის ვიზის მფლობელები, რომლებმაც საფრანგეთი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ვერ დატოვეს, დროებით ბინადრობის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Schengen Visainfo ავრცელებს.
როგორც ,Schengen Visainfo- ს ვებგვერდზე წერია, საფრანგეთში მყოფი მოგზაურების ვიზის 90 დღით გახანგრძლივებას ან დროებით ბინადრობის უფლებას მიიღებენ.
,,ყველა საერთაშორისო მოგზაურმა, რომელიც საფრანგეთში შენგენის ვიზით 17 მარტამდე ჩავიდა და COVID პანდემიით გამოწვეული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ქვეყანა ამ დრომდე ვერ დატოვა, უკვე დაარღვია 90 დღიანი ვადა და მათი საფრანგეთში ყოფნისთვის ლეგალური სახის მისაცემად ახლა დროებითი ბინადრობის მოწმობის აღება იქნება საჭირო“, – წერია Schengen Visainfo ვებგვერდზე.