საფრანგეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევისთვის ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ონლაინ პეტიციის შექმნის იდეა 4 ფრანგ მეგობარს ეკუთვნის.
გავრცელებული ცნობით, ბარაქ ობამას საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის მილიონი ხელმოწერაა საჭირო.
მაუწყებლის ინფორმაციით, პეტიციას უკვე 400 000 ადამიანი აწერს ხელს.
ორგანიზატორების თქმით, პეტიცია მიმდინარე კანდიდატებით იმედგაცრუებას გამოხატავს.