ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების გამო საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს და კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგმება, _ ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი შეამცირონ.
EuroNews -ის ინფორმაციით, 1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის 61 შემთხვევა გამოვლენილი, საიდანაც 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა. ასევე გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.
გამოცემის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, საფრანგეთში, ფრინველების გრიპის ეპიდაფეთქების გამო, 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.
ცნობისთვის, ფრინველის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, იგი ადამიანზეც ახდენს გავლენას.
ფრინველის გრიპის მრავალი ტიპი არსებობს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანთა უმრავლესობაზე. უკანასკნელ წლებში, ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება: H5N1 (1997 წლიდან) და H7N9 (2013 წლიდან).
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს და როგორც წესი, არ არის გადამდები ადამიანიდან ადამიანზე, მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა და ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.