პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი წარადგინა. როგორც ცნობილია, “გირჩიდან” საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.
“წელს ოქტომბერში გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და და ეს არჩევნები იქნება პირველი, რომელშიც “გირჩი მიიღებს მონაწილეობას და მე, ზურა ჯაფარიძე ვიქნები მისი კანდიდატი”, _ თქვა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ რომ, ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის – ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ 2015 წელს და მისი ლიდერია ზურაბ ჯაფარიძე.