ამ წუთებში ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილი ადამიანები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.