ირანში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,_ აღნიშნულ ინფორმაციას reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა რამდენიმე პროვინციაში ძალადობა გამოიწვია.
ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს სამი მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა.





























































