ზღვაზე და აუზებზე საერთო მოხმარების შეზლონგები უნდა დამუშავდეს სველი წესით,_ამის შესახებ განხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში გააკეთა.
“საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი. მათ შორის, შეზლონგები პლასტმასის არის და თუ კოვიდინფიცირებულმა იხმარა, შეიძლება გარკვეული ხანი დარჩეს. ძირითადად არის, რომ შეზლონგები უნდა დამუშავდეს გამოყენების შემდეგ, კარგად, სველი ტილოთი”, _ განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა,რომ მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი გადასაფარებლები.