თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გრძელდება. ამჯერად სასამართლო პროცესს მედია ვერ იღებს – ჟურნალისტები ამ და სხვა სხდომების ვიდეო, ფოტო თუ აუდიო გადაღებას ვერ ახერხებენ.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ახლა სასამართლო პროცესების გადაღებაზე ნებართვას მედიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აძლევს, თუმცა ჟურნალისტისებს საბჭოსგან სხდომის გადაღებაზე ნებართვასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ.
ახალი კანონით, შეზღუდულია სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში მუშაობაც კი. ამიტომ, ყველა ჟურნალისტი, რომელსაც თან კამერა ჰქონდა, დღეს სასამართლოს ჭიშკარს მიღმა დარჩა.
წყარო
































































