საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს იკვლევენ. კალაძე „TV პირველსა“ და ტელეწამყვანს, 5 ივლისის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივის.
ადვოკატის განმარტებით, მაია მამულაშვილმა ეთერში წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ მერმა ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
„კიდევ ერთხელ დასტურდება, რაც სარჩელის დროს ვივარაუდეთ, რომ ამ გავრცელებულ ცნობებს, შესაძლებელია შეფასება მივცეთ, როგორც ცრუ, ყალბი და გადაუმოწმებელი ფაქტების, რის გამოც კონკრეტულმა პირებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.
კახა კალაძე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მოპასუხეებისთვის 100 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვს.