“საქართველო და მოლდოვა, უკრაინის შემდეგ, მიიღებს ევროკავშირში შესვლის მოსამზადებელ სპეციალურ ანკეტას”, _ განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და კეთელმეგობრობის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმმა.
ევროკავშირში შესასვლელად საჭიროა ყველა _ 27 წევრი ქვეყნის თანხმობა.
საშუალოდ, წარმატებული მოლაპარაკებების ვადაა 4-დან 5 წლამდე. ავსტრიამ, ფინეთმა და შვეციამ დავალების შესრულებას 2 წელზე ნაკლები მოანდომა, ხორვატიას კი, რომელიც ყველაზე ბოლოს შევიდა ევროკავშირში, ამისთვის 8 წელი დასჭირდა.