რამდენიმე საათში თბილისში მარში დაიწყება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.
მსვლელობები რესპუბლიკისა და გმირთა მოედნიდან, ორთაჭალის ტერიტორიიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და ასევე მთაწმინდის ტერიტორიიდან 5 საათზე დაიწყება, საბოლოო შეკრების ადგილი კი, თავისუფლების მოედანი იქნება.
მარში სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” თავისუფლების მოედანზე დასრულდება.