ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე მასპინძლობს.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები სომხეთს 5-0-ს ამარცხებს.
ანგარიში ეროვნული ნაკრების სწრაფი შეტევით მატჩის მეოთხე წუთზე გაიხსნა, თუმცა გოლი სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა საკუთარ კარშივე გაიტანა. მატჩის მე-14 წუთზე სომხებს მიქაუტაძემ გაუტანა. მესამე გოლის ავტორი მატჩის 23-ე წუთზე ჩაკვეტაძე გახდა. ამის შემდეგ გოლის გატანა კიტეიშვილმა შესძლო, მან სომხების კარში ბურთი მატჩის 27-ე წუთზე შეაგდო, რის შემდეგაც დუბლი მიქაუტაძემ შეასრულა, მან სომხებს კიდევ ერთი გოლი პირველი ტაიმის 35-ე წუთზე გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ ერევანში ჩატარებული პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 0:3.