ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანის, კონდოლიზა რაისის თქმით, საქართველო ახლა არასწორი მიმართულებით მიდის. ამის შესახებ რაისმა ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.
“2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისში შეჭრა. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვნანობთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს თავისი უკანონო ქმდემებების გამო მაშინ არ დავუწესეთ სანქციები. ახლა კი დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე, სადაც უკვე სხვა ვითარებაა, ადამიანის უფლებები ირღვევა, ასევე პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის”, – განაცხადა რაისმა.