საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.