https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საქართველომ აშკარად აიღო ვალდებულებები, შეგიძლიათ კი აღებული ვალდებულებების შესრულება? “

18:41; 2.07.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge National Endowment for Democracy (NED)‐ის პრეზიდენტთან, დეიმონ ვილსონთან ჩაწერა.

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულად.

_ დეიმონ, დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. პირველ რიგში გკითხავთ, რას და რატომ საქმიანობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) საქართველოში?

_ პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. ეს NED-ში გაპრეზიდენტებისა და პანდემიის დაწყების შემდეგ ჩემი პირველი სტუმრობაა ქვეყანაში. დიდი ხანია, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარი ვარ და მსურდა საქართველოში NED-ის პრეზიდენტად მუშაობის ადრეულ ეტაპზევე ჩამოვსულიყავი, რადგანაც რაც აქ ხდება, მნიშვნელოვანია თავისუფლებისა დემოკრატიის მხრივ. NED ამერიკის ფონდია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რომელსაც კონგრესი ხალხის ფულით აფინანსებს, თუმცა კი იგი კერძო ინსტიტუციაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას. ჩვენი დახმარება მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისაკენ, ისევე როგორც საქართველოში მომუშავე NED-ის ოჯახის წევრი ძირითადი ინსტიტუტებისაკენ, იქნება ეს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „სოლიდარობის ცენტრი“ და  „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი“ (CIPE). NED-ის ამ შრომას საფუძვლად უდევს ჩვენი, ამერიკის და მისი დემოკრატიის მრავალფეროვნების აღიარებაც, რომ სხვადასხვა ძალები — დემოკრატები, რესპუბლიკელები, ბიზნესი თუ პროფკავშირები — აქ ერთად ვმუშაობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში, იქნება ეს ფართო მასებთან დაკავშირებული ჯგუფების (grassroots), სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ ღირებულებების მხარდაჭერის სახით.

NED სწორედ ამის გამოხატულებაა და ვამაყობთ, რომ ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. აქ იმისთვის ვარ, რომ მოვუსმინო ჩვენს პარტნიორებს, გავიგო მათი წუხილი, გავიგოთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს. ამასთან, ვიაზრებთ, რომ ახლა მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის გამოწვევების ხანა დგას: უკვე მე-16 წელია, რაც მოწმენი ვართ დემოკრატიის უკანდახევის, რაც კიდევ უფრო გაამწვავა ავტორიტარული რეჟიმების რეპრესიებმა, რომლებსაც მოსკოვი და პეკინი ტექნოლოგიების დახმარებით მიმართავენ.  ცხადია, აქ უნდა ვახსენოთ ომი უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც. საქართველოს დემოკრატიას ახლა მშფოთვარე ხანა უდგას და გვსურს, ჩვენი აქ ყოფნით მხარი მივცეთ ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას, მიმართულს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებისაკენ ამ რეგიონში. 

_ როგორც იცით, ევროპულმა კავშირმა ახლახანს განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი მის რიგებშია, თუმცაღა ქვეყანას მისცა რიგი დავალებებისა, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იქნება საჭირო. ამასთან, მოლდოვამ და უკრაინამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ, ერთი ნაბიჯით უსწრებენ საქართველოს. როგორ აღიქვამენ ამერიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ ამ ეტაპზე სტატუსი ვერ მიიღო?  რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მეგობრებისთვის ვაშინგტონში?   

_ ეს დიდმნიშვნელოვანი ამბავია. დიდი ხანია ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისაკენ საქართველოს სწრაფვის გულშემატკივარი ვარ, რადგანაც შთაგონებული ვარ ქართველი ხალხით და მჯერა მისი მიზანსწრაფვის, რომ ქვეყნის ადგილი დასავლეთის დემოკრატიათა რიგებშია. ეს ფრიად შთამბეჭდავი და გასაოცარი ამბავია. ერთი მხრივ, დიდი ხანია მსურს ვიხილო ევროკავშირი, რომელსაც გაფართოებაზე უჭირავს თვალი და კეთილმოსურნედ უყურებს ევროპის აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხების [ევროპულ] მისწრაფებებს. მნიშნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული მომავალი აღიარეს. ეს უკრაინის სხვა მხრივ შემაძრწუნებელი ომის ფონზე მომხდარი დადებითი ნაბიჯია. ამ ომმა გამოაფხიზლა ევროპელები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი საქართველოს, როგორც ევროპულ ქვეყნად წარმოსახვითაც კი . ამ მხრივ, რასაც ევროპაში მიმდინარე დებატებიც მოწმობს, მნიშვნელოვანი პროგრესია.

მეორე მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ამ სამეულში რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა. ეს [გადაწყვეტილება კი] ნიშანია, რომ წინ კიდევ მეტი გასაკეთებელი საქმეა, ამ მხრივ საწუხარი არსებობს. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დავალება მისცა. მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად მივუდგებოდი. ხომ არ აჯობებს, ქართველები მოწოდებულნი იყვნენ საქმის ერთობლივად კეთებისაკენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ? დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების, ევროკავშირში გაწევრების თუ ნატოსკენ სვლის მთელი ეს პროცესი ვერ იმუშავებს, თუ მიდგომა ისაა, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად კეთდება. ამ პროცესის მთავარი სიძლიერე ხალხის მიერ იმის გაცნობიერებაა — რასაც ამერიკის მთავრობისთვის მუშაობისას ბალტიისპირეთის თუ სხვა ქვეყნების მიდგომებში ვხედავდი — რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი თავისა და ხალხის დასახმარებლად, ჩვენი პირადი თავისუფლებების, ქვეყნის დასაცავად, მისი უსაფრთხოებისათვის ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ ყველაფერს, რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის, შარლ მიშელის ან [საფრანგეთის] პრეზიდენტ მაკრონისათვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის… 

ეს რეფორმები უნდა ქართველი ხალხის ერთიმეორისადმი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობდეს, რომ მას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, რომ ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშირონ; არ მოუწოთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები მაინცდამაინც საზღვაგარეთ უნდა წავიდნენ სამუშაოს თუ თავისუფლების საძიებლად; რომ აქაც შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს; რომ აქაურობაც შეიძლება იყოს ევროპა. ეს ტრანზიციის პერიოდი მნიშვნელოვანია და მაფიქრებს იგი. მივესალმები ევროკავშირის განაცხადს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. [ამერიკის] მთავრობაში მუშაობისას, ევროპელი პოლიტიკოსები ამის აღიარებისგანაც თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, გვხვდება აშკარა ნიშანიც იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება პროგრესის ნაკლებობასა და სწრაფვაზე იმისკენ, რასაც დემოკრატიის ეფუძნება. ამდენად, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ ‘რა უნდა გავუკეთო ბრიუსელს’, არამედ იფიქრონ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისივე მოქალაქეებისა და მათი მისწრაფებებისათვის? ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე ვსაუბრობთ. ეს ალიანსები არჩევანს ეფუძნება. საქართველოს არავინ აიძულებს რამე გააკეთოს. უნდა საქართველოს დემოკრატიული მომავალი? თუკი უნდა, თუკი სურს ამ ინსტიტუტების წევრი იყოს, უნდა [გააცნობიეროს], რომ ამ მხრივ გარკვეული ტიპის მოლოდინებიც იქნება, თუმცა ეს მოლოდინები ქართულ მოლოდინებადვე უნდა იქნას აღქმული. ახლა [ამ მხრივ] გარკვეული კითხვა არსებობს, თუმცა კი ნათელია ქართველი ხალხის წადილი, თუ სად ხედავს იგი თავის ადგილს მომავალში. ეს ეჭვმიუტანელი საკითხია, რასაც გამოკითხვების მონაცემებიც მოწმობს, მოწმობს ის, რასაც მთელ ქვეყანაში, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ქართველებისაგან ვისმენთ. და მაინც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უწყვეტი ერთგულება იმ ნაკისრი ვალდებულებებისადმი, რომელთაც რეფორმების ჯეროვანი შესრულება უნდა მოჰყვეს.

 წინა საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რას აკეთებს NED

საქართველოში. აქ არ ვგულისხმობ, რომ ამერიკელებმა ქართველებს უთხრან, რა უნდა გააკეთონ, არამედ იკითხონ: ‘რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს დასახმარებლად’? ამიტომაცაა, ერთგულად რომ ვუჭერთ მხარს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომ დავეხმაროთ მათ სახიფათო და მანიპულაციური დეზინფორმაციით სავსე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირებაში. სწორედ ამიტომ, გვერდში ვუდგავართ სათემო (grassroots) ორგანიზაციებს, რითაც ჩვენი წვლილის შეტანას ვცდილობთ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაში, იქნება ეს ახალგაზრდების მონაწილეობის მხრივ, ლგბტ თემის ჩართულობის მხრივ, თუ პოლიტიკური დისკუსიის წახალისების თვალსაზრისით. მართალი გითხრათ, ყოველივე ეს საკუთარი ძალების რწმენის გაღრმავებას უკავშირდება: როგორ მოვახერხოთ, რომ მოქალაქეებს სჯეროდეთ საკუთარი ძალისხმევის შედეგიანობისა დემოკრატიულ საზოგადოებაში? ამიტომაცაა ასევე მხარს რომ ვუჭერთ ქართველებს, შეინარჩუნონ კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რადგანაც გვესმის, რომ ამ მხრივაც უნდა არსებობდეს მომავალი; საქართველო მიმზიდველი უნდა იყოს აფხაზებისათვის, რომლებიც თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. ამ დახმარებას ევროკავშირისათვის კი არ ვწევთ, არამედ ქართველებისათვის, ხალხის მისწრაფებებისათვის, მათი დემოკრატიისათვის. თუმცა კი ვიმედოვნებთ, რომ ამ წვლილით საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგის დაჩქარებაში ვეხმარებით.

საქართველომ აშკარად აიღო ვალდებულებები და ვფიქრობ, თქვენც გაიგებდით, რომ ევროპელი ლიდერები სვამენ კითხვას : შეგიძლიათ კი აღებული ვალდებულებების შესრულება? თუ კი,  ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ შეშფოთებას, რომელსაც პასუხი თავისით არ გაეცემა. ამას მუყაითი შრომა სჭირდება. და კვლავაც ისმევა შეკითხვა: აქვს საქართველოს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური შესაძლებლობა ასეთ გარემოში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ამ პროცესის გასაღრმავებლად?

_ ხშირად სერიოზული შეშფოთება გამოითქმის საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის შესაძლებლობის გამო. ზოგი ამბობს, რომ მთავრობა ოპოზიციის გავლენის შესამცირებლად იყენებს დესტაბილიზაციის შიშს. სხვათა აზრით, ოპოზიციაც სცოდავს კონფლიქტურობით. როგორ მოსჩანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკული მოვლენები ვაშინგტონიდან, როგორ უყურებენ სამოქალაქო აქტივისტების როლის ზრდას ქართულ პოლიტიკაში?

_ მტკიცედ შეკრული პოლიტიკური სივრცე, რომელშიც პარტიებსა და პოლიტიკოსებს საგნობრივი დებატების წარმართვა შეუძლიათ, დემოკრატიული საზოგადოების ქსოვილის ნაწილია, ჯანსაღი ნაწილი. თუმცაღა დებატები სიჯანსაღეს კარგავს, თუკი დემოკრატიული დისკუსიის წესები ირღვევა. სწორედ ამისთვისაა საჭირო, მეტიც, აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია. უნდა გითხრათ, რომ სწორედ მათი უსაფრთხოების საკითხი გვაშფოთებს. ჩვენ გვესმის ჟურნალისტებისაგან, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან, 5 ივლისს, ჟურნალისტი მოკლეს,* რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ლგბტ თემის დასაცავად დადგა, საფრთხეში იყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართველი ხალხისადმი ჩვენს სოლიდარობას ახლა ღიად გამოვხატავთ – ჟურნალისტები იქნებიან ეს, ლგბტ თემი, თუ სხვები.  როცა მთავრობაში ხარ, შენი პასუხისმგებლობა იზრდება – ეს ყველა მთავრობაზე ვრცელდება. დემოკრატიულ სისტემაში არსებობს აგრეთვე დამატებითი პასუხისმგებლობაც, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ველი, როცა [პოლიტიკური პროცესის] ყველა მონაწილეს თანაბარ პირობებში შეეძლება ასპარეზობა. [ამგვარი ველის არსებობის] საკითხი ბევრს გვაღელვებს: უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიის თავისუფალი მუშაობის თვალსაზრისით – პოლიტიკური დებატების წესები უნდა იძლეოდეს ამ ყველაფრის საშუალებას. კვლავაც საკითხავია, რამდენად შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს თამაშის წესების ერთგულნი დარჩნენ და ამ გზით მისცენ ხელშესახები ფორმა საქართველოს მომავალს. [წესების პატივისცემა] ავტომატურად არ მოდის და ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის როლი შეუცვლელია — ისინი წარმოადგენენ საპირწონეებისა და ბალანსის სისტემის ნაწილს. დღეს ამ მხრივ დაძაბულობა იგრძნობა და როცა ასეთი დაძაბულობაა, ეს გარკვეულწილად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ხშირად სწორედ ამ წნეხის, დაძაბულობის არსებობა უბიძგებს საზოგადოებას გადაწყვეტილების პოვნისაკენ და იძლევა წინსვლის საშუალებას. იმედი მაქვს, ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები ხედავენ „დიდ სურათს“ — სტრატეგიულად უცქერენ საკუთარი უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების საკითხს, რომელიც სინამდვილეში საქართველოს უსაფრთხოების, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტის საკითხია. ეს სუვერენიტეტი და თავისუფლება, მოცემულ ვითარებაში გარანტირებულად ვერ ჩაითვლება და ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული ქართული დემოკრატიის ხარისხთან და მის ბუნებასთან.

რაც უფრო გაღრმავდება ქართული დემოკრატია, რაც უფრო სანდო გახდება ის, რაც უფრო მედეგი იქნება ქართული საზოგადოება, მით უფრო ნაკლებად იქნება ის დამოკიდებული ერთ ან ორ პიროვნებაზე, ერთ ან ორ პოლიტიკურ ძალაზე. როცა ქართველ ხალხს შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი, ის ანგარიშგასაწევი ფაქტორი ხდება. სწორედ დემოკრატიის გაღრმავება მისცემს საშუალებას ამერიკელ ხალხს, ბევრ ევროპელს, თქვას — საქართველო მართლაც არის დასავლეთის ნაწილი, ის იმსახურებს [დასავლური] ინსტიტუტების წევრობას.

საჭიროა შორსმხედველობა იმის დასანახად, რომ დიახ, რეფორმები შეიძლება მტკივნეული იყოს, პოლიტიკური კომპრომისები ნაკლებად სასიამოვნო, ძალაუფლების შეზღუდვაც იყოს საჭირო – მაგრამ ყოველივე ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუნდაც იმიტომ, ქართული დემოკრატიის ხარისხზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ამერიკის [თქვენი] ქვეყნისადმი მხარდაჭერის ხარისხი, ის, თუ რამდენად ენთუზიაზმით მოეკიდება ამერიკელი ხალხი საქართველოს შესვლას ტრანსატლანტიკურ ოჯახში. 

დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეც მოხდება. ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს, მისი არაჩვეულებრივი შემოქმედებითობის, გულწრფელობის, ქართველი ხალხის ამ საერთო მიზნებისადმი ერთგულების გამო. თუმცა საკმაოდ მაშფოთებს მოკლევადიანი პერსპექტივა და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი მიზნებისადმი, მშვიდობიანი კომპრომისისკენ მისწრაფებისადმი, რათა რეფორმების პროცესი გაღრმავდეს. პოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ თავიანთ როლი, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს თავისი როლი და ამ როლებს პატივისცემა სჭირდება, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ეკლესიის მხრიდან კონსტრუქციული როლის თამაშიც, როგორც მშვიდობისა და არაძალადობის მხარდამჭერი ძალისა,  შეუცვლელია დღევანდელ დაძაბულ გარემოში.

_ და ბოლო კითხვა: მადრიდში ნატოს სამიტის მიმდინარეობის ფონზე ვსაუბრობთ. ნატომ განაახლა თავისი სტრატეგიული დოქტრინა და მოკავშირე სახელმწიფოთა თითოეული გოჯის დაცვის პირობა დადო. გადაწყდა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სწრაფი რეაგირების ძალების რიცხვიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. რას ნიშნავს ეს საქართველოსა და უფრო ფართოდ, შავიზღვისპირეთისათვის?

_ დიდი ხანია ნატოში საქართველოს წევრობას ვუჭერ მხარს. მქონდა აშშ მთავრობაში მუშაობის პატივი, მათ შორის ბუქარესტის სამიტის დროსაც, სადაც მტკიცედ ვუჭერდი მხარს ცხადი პროცედურის მიღებას საქართველოს გაწევრებისა და მოკავშირედ ქცევისათვის. მივიჩნევდი, რომ საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებდა.  ავღანეთში ყოფნისას, თუ როცა ბაღდადში აშშ საელჩოს ადმინისტრაციის უფროსად ვმუშაობდი, ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რადგან სწორედ ქართველი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას.  მათ ყოველ დილას ვხედავდი, როცა კი საელჩოს ჭიშკარს გავცდებოდი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის წვლილი, რაც საქართველომ შეიტანა ნატოს უსაფრთხოების საქმეში. ასე, რომ მტკიცედ მწამს, რომ ახალ რუსეთთან, ვლადიმირ პუტინის რუსეთთან დაპირისპირებისას  ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევის ნაწილია უსაფრთხოება თუ გვინდა, ყველაფერი ცხადი უნდა იყოს. ბალტიის ქვეყნები იქნება, შვედეთი, თუ ფინეთი – მშვიდობა მაშინ გვექნება, როცა არ იარსებს ორაზროვნება, არ იარსებებს „ნაცრისფერი ზონები“. საქართველოს მიერ ნატოს ალიანსში საკუთარი ადგილის მოპოვება ამ რეგიონში მყარი მშვიდობის მშენებლობის ნაწილია, ამიტომ უნდა შევებრძოლოთ ორაზროვნების ცდუნებას და თან გავითვალისწინოთ ის ობიექტური სირთულეც, რომ ქვეყნის 20% ამჟამად ოკუპირებულია.  ეს ნიშნავს, რომ ისეთივე შემოქმედებითი მიდგომა გვჭირდება, რომელიც გაყოფილი გერმანიის შემთხვევაში გამოვიყენეთ. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო ისეთი ხარისხის დემოკრატიით, რომელიც შეძლებს გახდეს თავისუფალი ერების კავშირის ნაწილი ისე, რომ არ დათმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტი, მაგრამ გაგებით მოეკიდება ნატოს მეხუთე მუხლის გავრცელებასთან დაწესებულ შეზღუდვებს.

რას გვიჩვენებს მადრიდის [სამიტი]? მართალია, საქართველო არ ყოფილა განსახილველ საკითხთა ცენტრში, მაგრამ მართლაც, ევროპული უსაფრთხოებისადმი ამერიკის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება, შავი ზღვის რეგიონისადმი ნატოს მხარდაჭერის გამოხატვა ფრიად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გაფართოებისადმი მხარდაჭერა კვლავაც არსებობს, როგორც შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე კარგად ვხედავთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დიდი ნაბიჯი წინ [ამ სამიტზე] თავად არ გადაუდგამს, თუმცა შეიქმნა შესაძლებლობების ფანჯარა, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ თუკი საქართველო კარგად იმუშავებს, თუკი ის დემოკრატიის ხარისხს გააუმჯობესებს, თუკი ის შეიარაღებული ჯარების რეფორმირებას განაგრძობს, თუკი დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობას კვლავაც გააღრმავებს, ჩემი აზრით ნათლადაა მონიშნული ის ბილიკი, რომელიც საქართველოს აშშ-ს ახლო პარტნიორად და, საბოლოოდ, ნატოს ფარგლებში მოკავშირედ აქცევს.

ეს დღეს-ხვალ არ მოხდება, ეს უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობისა და მათი გამძლეობის საკითხს. ამიტომაა, რომ შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მადრიდში ასე ადვილი იყო. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ამ ქვეყნის ძალები თავსებადია ალიანსის უსაფრთხოების ძალებთან, მაგრამ მთავარი მათი დემოკრატიული სისტემებისა და კანონის უზენაესობის მცველი ინსტიტუტების სტაბილურობაა.

 იმედი მაქვს, ეს ქართველ ლიდერებს, პოლიტიკოსებს შთააგონებს, მარტო საკუთარი კერძო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი არ იმოქმედონ, არამედ მიხვდნენ, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთანაა კავშირში, და რომ ყველაფერი კარგად მაშინ გამოვა, თუკი პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფრაქციების უთანხმოების მიუხედევად, იარსებებს მსოფლიოში საქართველოს ადგილის ერთიანი ხედვა.

პოლიტიკური განსხავებებისდა მიუხედავად, ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ერთად მუშაობა ბევრ რამედ ღირს. ფინეთმა და შვედეთმა დღეს ამას მიაღწიეს, რადგან დავინახეთ ერთსულოვნება პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო საზოგადოებაში და ამით შესაძლებელი გახადეს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელება. ვფიქრობ, მათი გამოცდილება საქართველოს კარნახობს რა გზას უნდა დაადგეს…

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23 იანვარი, 2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23 იანვარი, 2026

„ჩვენ „მატრიცის“ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ!“

ბორში იუნესკოს გადაშენების პირას მყოფი მემკვიდრეობის სიაში შევიდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო