„საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა.
8 წლის წინ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.
თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
ვინ არის ილია გელაშვილი?
ილია გელაშვილი დაიბადა ბორჯომში, სკოლა დაამთავრა გორში. მისი ოჯახის და სხვა წევრების შესახებ ცნობილი არაფერია.
„საქართველოს ბანკში“ მუშაობამდე ილია გელაშვილი „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა.
სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ გელაშვილს ევალებოდა.
ილია გელაშვილი ამ დრომდე იძებნება.
წყარო: პრაიმტაიმი