მომხმარებელთა უფლელების ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ გამოავლინა სათამაშო “ტყლარწის” რამდენიმე ტიპის პროდუქტი, რომლებიც შეიცავდა კიბოს გამომწვევ ქიმიკატებს.
“პროდუქტი შეიცავდა კანცეროგენულ ქიმიკატებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტყლარწში დაფიქსირდა ბორის მიგრაცია – 1180 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას (300 მგ/კგ)
ნივთიერება მიეკუთვნება კარცენოგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ (CMR) ჯგუფს.
მოკლე რჩევები მშობლებისთვის:
გადაამოწმეთ ეტიკეტი და უსაფრთხოების ნიშნები (CE და სხვ.)
მოარიდეთ ბავშვებს უცნობი წარმოშობის ტყლარწები.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































