დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, უმცროს ჭაბუკთა შორის, საქართველოს პირველობას მასპინძლობს, ჭიდაობაში.
სპორტული ღონისძიება ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში იმართება. შეჯიბრში მონაწილეობენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 წლამდე ასაკის მოჭიდავეები.
საქართველოს პირველობა, რომელიც დღეს გაიხსნა, ოთხ დღეს გასტანს. ( 28 – 29 აპრილი ბერძნულ – რომაული ჭიდაობა და 30 აპრილი – 1 მაისი, თავისუფალი სტილი). აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე საგზურს მიიღებენ.
სპორტის სასახლეში საქართველოს პირველობა საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა და საკუთარი ხელოვნებით ანსამბლმა , ,,ვახტანგურმა“ და ,, მეგობრობამ” მიულოცეს.
გახსნის ცერემონიას თბილისელი სტუმრები, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, დაესწრნენ.
საქართველოს დროშა წარმატებულმა და სახელოვანმა ოზურგეთელმა სპორტსმენებმა, იური ლომაძემ და ლუკა ჯავახაძემ, საქართველოს ჰიმნის ფონზე ასწიეს.
ღონისძიება ავთანდილ სირბილაშვილმა წაიყვანა.
დღეს გაიმართა ნახევარფინალური შეჯიბრი, ხვალ კი ფინალი გაიმართება.
ავტორი