საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ბათუმიდან ქალაქ ბადახოსში, ეროვნული გუნდი ჩარტერული ავიარეისით 3 სექტემბერს ჩავიდა. საქართველო ნაკრები ესპანეთში 25 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა. კოსოვოსთან ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთში ჩვენი გუნდი ოთარ კიტეიშვილის გარეშე გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი).
ესპანეთში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება, რაც მასპინძელი სტადიონის, ბადახოსის „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ ტევადობის 60%-ია.