დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა. ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია კაპიტნობდა, მეორე ტაიმში კი კაპიტნის სამკლაური შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გადაიბარა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან ანგარიში პირველივე ტაიმში, მატჩის 30-ე წუთზე გახსნა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
უპირატესობა ორამდე მატჩის 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გაზარდა.
მატჩის 65-ე წუთზე კი ანგარიში 3-0, საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ, გახადა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა “დინამო არენაზე“ გაიმართა.
ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.
ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.





































































