ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქართველ მამაკაცს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელებს აეროპორტში “მაკედონია” და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა.
გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება მისი ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის არალეგალურად ცხოვრობდა საბერძნეთში.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ყველაფერი გასულ სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის კაცი თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად “მაკედონიის” აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. ამის შემდეგ პოლიციას აცნობეს და სასწრაფოდ ჩაატარეს საჭირო კონტროლი და დააკავეს, ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა.
კერძოდ, როგორც სასამართლოზე პოლიციელმა განაცხადა, ბრალდებული არ თანამშრომლობდა პოლიციასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი კოლეგები მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
„რამდენიმე წუთის შემდეგ მან შეშინება დაიწყო და მუშტები მოიღერა. როდესაც მე მივედი, ხელბორკილების დასადებად, მან ორჯერ სცადა დარტყმა და მე ავიცილე დარტყმები, მან კი იდაყვებითა და ფეხებით დაგვარტყა. ჩვენ შევძელით მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა და ჩხრეკის დასრულებას ვცდილობდით, როდესაც ის სკამზე დაჯდა, კვლავ სცადა დარტყმა და ჩემს კოლეგას მარცხენა ფეხზე უკბინა“, _ თქვა პოლიციელმა.
ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ის უბრალოდ რეაგირებდა, რადგან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.
“მათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა რომ გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი, – განაცხადა მან.
აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც მან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.