ტურისტული სააგენტო “Dream World Travel”-ის დირექტორი ხათუნა ხმელიძე ეხმაურება ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტს მექსიკის საზღვრიდან, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ.
“როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა. ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს, წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა. მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრა – საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა დაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლება მოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ”,_ ამბობს ხმელიძე.