ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ნამდვილად გადადგა პოზიტიური ნაბიჯები არაერთი მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეები კი ხაზგასმით ისწრაფვიან ევროკავშირისკენ.
“რაც შეეხება საქართველოს, აქ სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს უნდა იყოს უფრო მკვეთრად ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ასევე, მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით.
ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ ნამდვილად გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პერსონალური მიდგომა დაინერგა და შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს,”- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.