საქართველოს მთავრობის მეთაური, გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა. კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ, ერთად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნულია პრემიერის Facebook-გვერდზე.