საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ანგარიში პირველ ტაიმის 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში დანიშნული პენალტის ზუსტი შესრულებით გახსნა.
მეორე გოლის ავტორი მეორე ტაიმში, მატჩის 53-ე წუთზე ჩაკვეტაძე გახდა, 10 წუთში რიგით მესამე გოლი ჩეხების კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, კიდევ ერთი გოლის ავტორი კი მიქაუტაძის გოლიდან სამ წუთში ქოჩორაშვილი გახდა.
მეტოქეთა შემადგენლობიდან კი საქართველოს ნაკრების კარში გოლი მატჩის მე-80 წუთზე კალვაჩმა გაიტანა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგა. ჩვენი ნაკრები კი 10 სექტემბერს ალბანეთს სტუმრად ეთამაშება.