საქართველოს ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.
ნიჩბოსანი ალექსი წივწივაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც სამიოდ თვის წინ, იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 1000-მეტრიან დისტანციაზე აჯობა ყველას, ამჯერად, 18-წლამდელთა მსოფლიოს კონკურენციაში, 500 მეტრზე მოიპოვა უმაღლესი ტიტული.
პრემიერ-მინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა.
„მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს.
ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა და, დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. კიდევ ერთხელ ვულოცავ პატარა ქართველ მსოფლიო ჩემპიონს და მთელ საქართველოს, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.