საქართველოს ოც წლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში რაგბის კლუბ აიას აღზრდილი 8 მორაგბე მოხვდა. მათ შორისაა ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:
გიორგი მეფარიშვილი, ლუკა გაბუნია, ლუკა ნარსია, გოგა უშვერიძე, თემურ ძოძუაშვილი, გიორგი მუშკუდიანი, საბა შარვაშიძე, თორნიკე ტორაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება. ნაკრები 22 და 27 თებერვალს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან საქართველოში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.





































































