საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.
“მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”,_ აცხადებენ პარლამენტში.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უნდა განიხილოს.