5:0 – საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთი დაამარცხა.
გოლები შეხვედრაში გიორგი ღავთაძემ, არჩილ სებისკვერაძემ, გიორგი ჩიმაკაძემ, საბა ტყეშელაშვილმა და ლევან სვანიძემ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებთან კიდევ ერთ მატჩს 10 ნოემბერს გამართავს – შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება.

































































